ბრენდები

Makita_blog

მაკიტა

ეს ყველაფერი 100 წლის წინ დაიწყო. ქალაქ ნაგოიაში(იაპონია) 1915 წელს მასაბურო მაკიტამ (Masaburo Makita) სამ მეგობართან ერთად ელექტროძრავებისა და გენერატორების მწარმოებელი საწარმო Makita Corporation დააფუძნა. შემდგომში კომპანიამ გადაწყვიტა განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა და დაიწყო ხელსაწყოების წარმოება. 1958 წელს Makita-მ პირველმა იაპონიაში დაიწყო ელექტრო შალაშინის წარმოება. Makita-ს მიზანი იყო შეექმნა ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც სამუშაო პროცესს გახდიდა მაქსიმალურად კომფორტულს. Makita გამოირჩევა პროდუქციის შეუდარებელი ხარისხითა და გამძლეობით,რის გამოც მან მოიპოვა პროფესიაონალი მომხმარებლების ნდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.დღეისათვის Makita მომხმარებლებს სთავაზობს 1000-ზე მეტი დასახელების ხელსაწყოებს. ამჟამად Makita თავის პროდუქციას აწარმოებს მსოფლიოს 8 ქვეყანაში, ხოლო ოფიციალური დილერი ყავს 80 ქვეყანაში. საქართველოში Makita-ს ორიგინალური პროდუქციის შეძენა და მისი ტექნიკური მომსახურება შესაძლებელია მაღაზიათა ქსელ “ეპიცენტრში”.